შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველები აგრძელებენ დაკარგულად მიჩნეული კიდევ მინიმუმ 13 ადამიანის ძებნას, მათ შორის არიან ბავშვებიც.
სტიქიის ზონიდან, სულ 210 ადამიანია გამოყვანილი.