შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს, რის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ინფორმაციას 1tv.ge-ს ცნობით, შსს ადასტურებს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, 12 იდენტიფიცირებულია, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.