თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარია ამოყვანილი.
“მინდა, დაღუპულების ოჯახებს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო. რაჭაში დიდი უბედურება ტრიალებს და ამით მთელი საზოგადოება შოკირებულია. აქ ყოფნა ძალიან ემოციურია. რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარი ამოვიყვანეთ”, – თქვა მინისტრმა.
შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათგან, ამ დროისთვის, 12-ის იდენტიფიცრება მოხდა. ეძებენ 18 დაკარგულს.
წყარო: ტაბულა