Show must go on – ასე ეხმაურება რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
მისივე განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების ქმედება – მიიღოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, დანიშნოს გუბერნატორი, შემდეგ კი მოქალაქეობა ჩამოართვას და მის ექსტრადირებას დაეთანხმოს – არათანმიმდევრული და გასაკვირია.
„სააკაშვილის ბედისწერა საოცარია – საქართველოს მოქალაქე, საქართველოს პრეზიდენტი, ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა; უკრაინის მოქალაქე, უკრაინის პრეზიდენტის მეგობარი, ოდესის ოლქის გუბერნატორი, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.
გასაოცარია თანმიმდევრობა უკრაინის ხელისუფლების – მიიღო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქედ, დანიშნო გუბერნატორად, ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა და დათანხმდე მის ექსტრადიციას საქართველოში. ეს ყველაფერი უტყუარად ადასტურებს ამ ორი ადამიანის მაღალ ზნეობრივ ფასეულობებს, რომლებმაც ფანტასტიკური ტრაგიკომედია გაითამაშეს – შოუ უნდა გაგრძელდეს“,- წერს მედვედევი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განკარგულებით ჩამოართვეს.
1tv.ge