ამ წუთებში, ურეკის კულტურის სახლთან, სადაც “ქართული ოცნების” საოლქო კონფერენცია მიმდინარეობს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის მოსახლეობაა შეკრიბილი. ისინი პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.
მათი თქმით, მთავრობის მეთაურთან საკუთარ პრობლემებზე სურთ საუბარი.
_შრომაში მიწები გაყიდეს. ჩვენი მიწები გაყიდეს. ის მიხაკო ორაგველიძემ დაგვიტოვა,წაგვართვეს, ეს უნდა იცოდეს პრემიერმა! _ გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.
მათივე თქმით, დაცვა პრემიერთან შეხვედრის ნებას არ რთავს: _გვეუბნებიან, ვერ შეგახვედრებთო. ახლა ოზურგეთის მერს დავურეკე და ასე მითხრა, მაქაა საკრებულოს თავმჯდომარე, გუბერნატორი და იმათ მოთხოვეთ პასუხიო, _ გვითხრა ერთ-ერთმა შრომელმა.