შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის თქმით, ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლის ამოსვენებსაც მაშველები ამჟამად ცდილობენ.
მინისტრის თქმით, უკვე ამოყვანილია ორი ადამიანი, რომლებიც ცოცხლები არიან, ხოლო ერთი, რომელიც მაშველებმა იპოვეს, სავარაუდოდ, გარდაცვლილია.