შსს არაეფექტურია ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის საქმეში და ასეთი ძალადობრივი შოუების დადგმით ცდილობს დაფაროს თავისი არაკომპეტენტურობა და უმოქმედობა, _ ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გაკეთა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა პასუხს უნდა სცემდეს შს მინისტრს, რამ გამოიწვია მოქალაქეების მიმართ ძალადობა.
„საპარლამენტო უმრავლესობა, რომ იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური გუნდი და არა ივანიშვილის ხუშტურების მიხედვით მოქმედი, მაშინ პირველ რიგში ის უნდა იბარებდეს შს მინისტრს და ჩვენ ვიბარებთ შს მინისტრს პარლამენტში. საჯარო მოსმენაზე პასუხს უნდა სთხოვდეს, თუ რამ გამოიწვია მოქალაქეების მიმართ ასეთი ძალადობა პარასკევს საღამოს ან რატომ მართავს სუს-ი და შსს ძალადობრივ, პრორუსულ, ფაშისტურ ჯგუფებს. ხოლო რაც შეეხება სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკის ჩამოყალიბებას, მათ შორის ნარკოპოლიტიკას, შსს ძალადობრივი შოუების დადგმით ცდილობს დაფაროს თავისი არაკომპეტენტურობა და უმოქმედობა“, _ განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

































































