პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1964 წელს დაბადებული ო.თ. დააკავა.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინის” 13 აბი, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.