შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, დაკავებულებმა გუშინ თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით 2 პირი დაჭრეს და მიიმალნენ.
დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.