შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა_ ამის შესახებ ინფორმაცაიას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს“,_ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.