შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მეზობელს თავის საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.