ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვართან გაჩენილი ხანძრის მიზეზის დასადგენად შინაგან საქმეთა სამინსტრომ გამოძიება დაიწყო.
მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.