შსს-მ „მთავარი არხის“ ტელეწამყვანის ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.
როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ნ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დააკავეს.
126-ე მუხლი ძალდობას, 137-ე მუხლი გაუპატიურებას, 151-ე მუხლი კი მუქარას გულისხმობს.
სამართალდაცველებმა „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს გუშინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას დასახმარებლად ახალგაზრდა ქალმა თავად მიმართა.