შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სხვადასხვა ლოკაციაზე, საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა”, – აცხადებენ შსს-ში.
ინფორმაციისთვის, სამოქალაქო აქტივისტ ისაკო დევიძის ოჯახის წევრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს და ჯერჯერობით, უცნობია, რომელ იზოლატორში უპირებენ გადაყვანას.
პოლიციამ, ასევე, განყოფილებაში გადაიყვანა”დაიტოვეს” ადმინისტრატორი, ილია ღლონტი.
მანამდე მის სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.
“ქვეყანაში რაც ხდება, იმას [ვუკავშირებ]” – თქვა ღლონტმა.
ასევე, “დაიტოვეს” ადმინისტრატორთან, ნენსი ვოლანდთანაც მივიდა პოლიცია.
“ჩემს კართან მოვიდა პოლიცია, კარს თუ არ გააღებთ იძულებით შემოვალთო… ადვოკატის გარეშე აპირებენ ჩხრეკის ჩატარებას”, – წერს აქტივისტი.