შტორმული გაფრთხილება! თვალი ადევნეთ ოფიციალურ ამინდის პროგნოზს, იყავით ყურადღებით და ფრთხილად!
ორშაბათს- 27 ნოემბრის ღამესა და სამშაბათის – 28 ნოემბრის დილას შორის, სანაპირო კურორტებსა და დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთის ძლიერ ქარს დასავლეთის ძლიერი ქარი შეცვლის 20-25 მეტრი წამში, გაწვიმდება და შესაძლებელია ძლიერი ნალექი, მთებში თოვლი და ქარბუქი.
27 ნოემბერს – აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ დღისით გაავდრდება, გაძლიერდება დასავლეთის ქარი და გაწვიმდება.
ტემპერატურა ყველგან მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზღვაზე იქნება შტორმი 5 ბალი.
ხანდაზმულებმა და სუსტი ჯანმრთელობის ადამიანებმა გაითვალისწინეთ, რომ 27 ნოემბრის ღამეს ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილებაა მოსალოდნელი.
მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, 27 ნოემბერს – მთიან ზონაში შესაძლებელია განვითარდეს მეწყრული პროცესები, მაღალმთიან ზონაში შეიზღუდება ხილვადობა, ზღვაზე მაღალი ღელვის გამო შესაძლოა დაზიანდეს სანაპირო ზოლი, ძლიერი ქარის დროს კი განსაკუთრებით ღამის საათებში თავი შეიკავეთ მაღალი კორპუსების ქვეშ გადაადგილებისგან. _დაწერა მეტეოროლოგმა კობა ფარტენაძემ სოციალურ ქსელში.