ზოტის საჯარო სკოლის მოსწავლეების მსგავსად, ახალ სკოლაში დაიწყეს სასწავლო პროცესი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაშიც.
120 მოსწავლეზე გათვლილი შენობა თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს და მისი მშენებლობა ორ მილიონ ნახევარი დაჯდა.
სკოლის ეზოში სპორტული დარბაზიც მოეწყო, რომლის ანალოგი გურიაში არ არის.
ახალი სკოლის გახსნა შუა ამაღლებელ მოსწავლეებს და პედაგოგებს დღეს მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მიულოცეს.