1 აგვისტოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში “შუა ამაღლებლობა” 2023 აღინიშნა. სხვადასხვა სახის ღონისძიებები შუა ამაღლების კულტურის სახლის ეზოში გაიმართა.
გაიმართა სახალისო აქტივობები და შეჯიბრები.
ჭიდაობაში გამარჯვებული გახდა გიორგი თამადაძე.
ნარდში – 13 წლის ლუკა ყაჭეიშვილი, ხოლო ზრდასრულებში- ემზარ დოლიძე.
საზამთროს ჭამაში გაიმარჯვა ნინო ჟორჟოლიანმა, ხოლო ლუდის სმაში – აკაკი ჯიბლაძემ, გიგი ჯიბუტიმ და ლუკა სიხარულიძემ.
გარდა ამისა, “უხუცესი მკითხველის” ტიტული გადაეცა 84 წლის ქალბატონს, ანა ჯიბლაძეს. დააჯილდოვეს ღვაწლმოსილი პედაგოგებიც. მადლობის სიგელი გადაეცა შუა ამაღლების საბავშვო ბაღის მასწავლებელს, მრავალი თაობების აღმზრდელ ქალბატონს, ხათუნა დოლიძეს, ასევე დააჯილდოვეს ღვაწლმოსილი პედაგოგები: იაშა სიხარულიძე, ლია ყაჭეიშვილი და დარეჯან ონიანი
ავტორი