ნატოსა და რუსეთს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
როგორც Euronews ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრაზე ახალი რუსული სარაკეტო სისტემის გამო დაწყებული დავა ვერ გადაწყდა.
როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულება საფრთხის ქვეშ დგას.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ახალ სარაკეტო სისტემას ევროპისთვის საფრთხედ მიიჩნევს და ქვეყანას მის განადგურებას მოუწოდებს.