https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„შუქნიშანი ვერ დაკიდეს, შუქნიშანი! _ სერიული ავარიები ლანჩხუთის ცენტრში

7:04; 9.04.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

„სიკვდილს ელოდება ადგილობრივი ხელისუფლება თუ რა ხდება?!  ამდენ ხანს როგორ ვერ მოაგვარეს ეს პრობლემა?!  სანამ დიდი უბედურების მომსწრე არ გავხდებით, მანამდე არ გამოიფხეკავენ ყურებს?! მაინცდამაინც მსხვერპლს ელოდებიან, რომ რამე ზომები მიიღონ?! სიცოცხლე უკან არ ბრუნდება. კვირაში 2-3 მანქანა სულ იმტვრევა ამ ადგილას, მისახედია აქაურობა“, _ საკუთარ გულისტკივილსა და წყრომას უკვე მერამდენედ ხმამაღლა აფიქსირებენ ლანჩხუთელები გზის იმ  მონაკვეთთან დაკავშირებით,  რომლითაც ავტობანი ცენტრალურ ავტომაგისტრალს უკავშირდება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იან ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გასული წლის  ივნისში გაიხსნა. გზა ქალაქ ლანჩხუთის გარკვეულ მონაკვეთსა და  მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითს და შუხუთს გაივლის.

პროექტის მიზანი, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის გაზრდა, უსაფრთხო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა გახლდათ.

ის, რომ ავტომაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის გახსნით მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობა გაიზარდა და შეუფერხებელი სატრანსპორტო მიმოსვლის უზრუნველყოფაც მოხდა, ამაზე მოქალაქეები დიდად არ დაობენ.  მათთვის მთავარ პრობლემას ის ქმნის, რომ  ეს გზა, ფაქტობრივად, ქალაქის ცენტრში, პირველი საჯარო სკოლისა და „მედალფას“ კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოდის და გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევებიდან გამომდინარე, საფრთხის შემცველია.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავარია რამდენიმე დღის წინაც მოხდა. „ტოიოტა ქამრი“ ჯერ „ტოიოტას“ ჯიპს შეეჯახა, შემდეგ განათების ბოძს. თავის მხრივ, წონასწორობა დაკარგული ჯიპი კი იქვე ხუთსართულიანი ბინების ეზოში შევარდა და ტაქსს დაეჯახა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა, სამივე ავტომობილი ძალიან დაზიანდა.

თვითმხილველთა თქმით „ქამრი“ ავტობანიდან მთავარ მაგისტრალზე ამოდიოდა და მარჯვნივ სვლის ნაცვლად „პირდაპირ გააჭრა“, რასაც ცენტრალურ გზაზე მოძრავ ჯიპთან შეჯახება მოჰყვა. „ქამრის“ მგზავრების თქმით, ისინი ცენტრალურ გზაზე ბათუმის მიმართულებით მოძრაობდნენ.

„დაწერეთ, ყურადღება მოგვაქციონ. რა უბედურებაა, უკვე რამდენი ავარიაა, როდემდე უნდა ვუყუროთ ამ საშინელებას?! აქ პატრული ჯარიმებზე ნუ ფიქრობს, პრობლემის მოგვარებაზე იზრუნონ!

ხომ შეიძლება ერთი შუქნიშანი  გააკეთონ, სანამ ვინმეს სიცოცხლე  შეეწირება?! ყველაზე სახიფათო მონაკვეთია.

ბევრჯერ გადავრჩით, ღმერთმა დაგვიფარა ცუდისგან, მაგრამ  ხვალ ან ზეგ რა მოხდება, ვინ იცის,  რისგან ვართ დაცულები?! სანამდე უნდა ვიყოთ ბედის ანაბარად?!  ყურადღებაა საჭირო! სანამ გვიან არ არის, სანამ რაიმე სავალალო არ მოხდება, მანამდე მიაქციონ ყურადღება ამ მდგომარეობას! არ ყავს ამ რაიონს პატრონი!

დადგით შუქნიშანი?! მერამდენედ ვწერთ ხალხი ამაზე და არავითარი შედეგი არაა. მეტი გამოსავალი არაა, გზა უნდა გადავკეტოთ! ვინმემ უნდა ითავოს ეს საქმე, სანამ ვინმე მოკვდებოდეს! ურემი რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო. წერე და იკითხეს პრინციპია, თუ რა არის?!  მგონი, ჯობია, ხალხმა გზა გადავკეტოთ! თუ არ შეიძლება ცენტრალური გზაა?! აბა, ის შეიძლება, ამდენი ადამიანი რომ ზიანდება, თუ მაინდამაინც ვიღაც უნდა დაიღუპოს…

მერამდენე ავარიაა ერთსა და იმავე ადგილას. ვიცით, კიდევ მოხდება. ღმერთმა ნუ ქნას და ვიღაცა შეიძლება დაიღუპოს. ეს იცის შესაბამისი სამსახურების მესვეურებმაც თბილისშიც, აქაც.  მიკვირს რას ელოდებიან?! ასეთი ყურწაგდებულობა შეიძლება?!

შუქნიშანი ვერ დაკიდეს, შუქნიშანიიი!  ეჰჰ სადაა ახლა გოგიე წულაია.

პატრული მაინც დააყენონ, თუ სხვა გამოსავალი არაა, დარბიან გიჟებივით. მარა, პატრულიც წესების დარღვევით მოძრაობს მაქ, სხვას რა უნდა მოსთხოვო. ვინ ვის უთმობს და ვინ არ უთმობს,  ვერ გაიგებ. ფეხით გადასვლაც საშიშია უკვე.  საგზაო ნიშანს არავინ უყურებს, სანამ ავტობანის გაგრძელება არ გაიხსენება, უნდა დაიდგას შუქნიშანი ან  დადგეს მარეგულირებელი და გააკონტროლოს! უამრავი ბავშვი მოძრაობს დღის მანძილზე ამ ტერიტორიაზე. არ მესმის საქმისადმი ასეთი უპასუხისმგებლობა და ინერტული დამოკიდებულება“, _ ამბობენ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული მდგომარეობით შეწუხებული მოქალაქეები.

ლანჩხუთელთა მეორე ნაწილი თვლის, რომ შუქნიშანი არსებულ პრობლემას ვერ მოაგვარებს, პირიქით, მათი აზრით,  უფრო ქაოტური სიტუაცია შეიქმნება და  მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. მათი აზრით, შეცდომა თავშივე, პროექტის გაკეთებისას დაიშვა. ისინი, ასევე, აქცენტს მძღოლების უყურადღებობაზე აკეთებენ, რომლებიც მოძრაობის წესებს არ იცავენ:

„შუქნიშანი ვერ უშველის, უფრო მეტი ქაოსი შეიქმნება. მე წრიულით ვხედავ მაქ გამოსავალს, წრიულზე მოძრაობა მეტ-ნაკლებად ყველამ იცის და თავისით დარეგულირდება ნაკადი. მაგის გამკეთებლებს არ უნდათ ცვლილება, რადგან შეცდომის აღიარება გამოუვათ, არადა, ეს აღარ არის შეცდომა… დრონით გადაღებულზე შედგენილმა ნახაზმა იცის ეს, ჩამობრძანდნენ და ნახონ, რა ხდება!

არავითარი შუქნიშანი არაა საჭირო მაქ. მაგას სჭირდება ტვინი, რომ ცენტრალურ გზაზე მიმავალ მანქანას გზა უნდა დაუთმო. ცენტრალურზე მიმავალმა ამ მონაკვეთში უნდა შეანელოს სვლა, ვინაიდან კვეთაა და ორი გზა შემოდის სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან.  უაზროდ არ უნდა გავარდე ცენტრალურ გზაზე და არც იქიდან არ უნდა შემოვარდეს უაზროდ, აქ ყოველდღე ირღვევა საგზაო მოძრაობის წესები და მარტო მაგ მონაკვეთზე კი არა _ თავისუფლების ქუჩაზე, თბილისის ქუჩაზე ისე დაფარფატებენ, ზოლს არ იცავს, არც ამავალი და არც ჩამომავალი მანქანა. მოკლედ, ტვინია საჭირო და არა შუქნიშანი!

შუქნიშანი კარგია შეიძლება ავარიისთვის, მაგრამ ახლა რა ხდება და შუქნიშანი რომ დააყენო, პარალიზებული გახდება მთლიანი ქუჩა საცობებისგან.

დიდად წერია იქ ბათუმი მარჯვნივ, ბათუმიდან რომ მოდიხარ თბილისი მარცხნივ,  დადიან 200-ით, არავინ უყურებს მაგ ტრაფარეტს.  ჯერ მოძრაობის წესების დაცვა უნდა ვისწავლოთ და თუ არ გაამართლებს, მერე ვისაუბროთ უნდა შუქნიშანზე.

10 წუთის განმავლობაში ვუყურე მაქ მოძრაობას, პატრულიც იქ უთმობდა გზას, სადაც არ უნდა დაეთმო და ხალხს რა უნდა მოსთხოვო?!

არ უნდა გახსნილიყო ავტობანის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი. უბრალოდ, ამის არც აუცილებლობა იყო და არც მნიშვნელოვანი შეღავათი მიუცია გზის ამ მონაკვეთს მძღოლებისათვის! “ _ ამბობენ ლანჩხუთელები.

მოსახლეობის მხრიდან მრავალჯერ გაჟღერებული პრეტენზიების გასაცნობად „გურია ნიუსი“ საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პროექტის მიხედვით, რაც იყო გათვალისწინებული საგზაო უსაფრთხოების კუთხით, ყველაფერი შესრულებულია და მთავარი პრობლემა მძღოლების მხრიდან დაწესებული საგზაო წესების დაუმორჩილებლობაა. თუმცა, როგორც  გზების დეპარტამენტში გავარკვიეთ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად უახლოეს დღეებში ადგილზე შეისწავლიან საკითხს და დაიგეგმება, რა შეიძლება გაკეთდეს საგზაო უსაფრთხოების პარამეტრების გასაუმჯობესებლად.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:00; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

14:48; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

13:30; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

“თამბაქოს შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21-წლამდე”

13:02; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

სიახლე, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა – რომელი მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი აღარ გაჩერდება აღმაშენებლის ხეივანზე

12:16; 21 იანვარი, 2026

"ეს თავგანწირვად ღირდა" _ ჩოხატაურში ნატო გიორგაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

“ცოტა ადრე გააკეთეო, უთქვამს ნინოს ღიმილით“ - გიორგი კეკელიძე ნინო თოიძის შესახებ

ყველა სიახლე

სამართალი

თბილისში, ერთ-ერთ შენობაში, კაცი გარდაცვლილი იპოვეს

20:58; 21.01.2026
მსოფლიო

ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

19:01; 21.01.2026
პოლიტიკა

კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

17:08; 21.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:00; 21.01.2026
სამართალი

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესი- სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდა

16:55; 21.01.2026
სამართალი

პროკურატურა: ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

15:25; 21.01.2026
საზოგადოება

გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

14:48; 21.01.2026
სამართალი

536 028 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული საქონელის საზღვარზე გადმოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

14:23; 21.01.2026
პოლიტიკა

ვინ დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ

14:00; 21.01.2026
საზოგადოება

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

13:30; 21.01.2026
ფინანსები

„ქართული ოცნების“ 87 დეპუტატიდან 41-ს კავშირი აქვს ბიზნესთან, აქედან შემოსავლებს დეკლარაციაში უთითებს 17

13:20; 21.01.2026
საზოგადოება

“თამბაქოს შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21-წლამდე”

13:02; 21.01.2026
საზოგადოება

სიახლე, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა – რომელი მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი აღარ გაჩერდება აღმაშენებლის ხეივანზე

12:16; 21.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა

12:03; 21.01.2026
საზოგადოება

სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ

11:02; 21.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო