U 19 ასაკის საფეხბურთო კლუბ,,სამტრედიას” თავდამსხმელ ლუკა შენგელიას დღეს სამტრედიის ლოკომოტივის სტადიონზე გატანილი ორი გოლის წყალობით მასპინძელმა გუნდმა ქობულეთის ,, შუქურა” დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
2:0, ასეთი ანგარიშით დაამარცხა დღეს სამტრედიის ,,სამტრედიამ” ქობულეთის ,,შუქურა”.
19 წლის სამტრედიელ ლუკა შენგელიაზე დიდ იმედებს ამყარებენ. პერსპექტიული სპორტსმენი ამჟამად უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდთან, მწვრთნელ გია ცეცაძის დაკვირვების ქვეშ ვარჯიშობს.