შვედეთი უკრაინას 500 მილიონი შვედური კრონის (49 მილიონი დოლარი) ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და გამანადგურებელ აღჭურვილობას გადასცემს, – ამის შესახებ განაცხადა შვედეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
დღეს, 30 ივნის, CNN-თან საუბრისას შვედეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ტონი ერიქსონმა თქვა, რომ აღჭურვილობა უკრაინის მთავრობამ მოითხოვა და “რაც შეიძლება მალე” მიეწოდება.
მისი თქმით, შვედეთმა უკვე ოთხჯერ გადასცა უკრაინას სამხედრო ტექნიკა, ასევე თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ ისინი, ასევე უზრუნველყოფენ შემდგომ მხარდაჭერის იარაღს.
ერიქსონს არ უთქვამს დეტალები იმ აღჭურვილობის შემდგომი სპეციფიკის შესახებ, რომელსაც შვედეთი აწვდიდა.
ავტორი