ყოველ შვიდ ბავშვში ერთი ნაკლები წონით იბადება_აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წელს 20 მილიონზე მეტი ბავშვი ნაკლები წონით დაიბადა, რაც 2 500 გრამზე ნაკლებ წონას გულისხმობს.
წელიწადში მსოფლიოში 2.5 მილიონი ახალშობილის 80% ნაკლები წონის გამო იღუპება. ის მცირეწონიანი ბავშვები კი ვინც გადარჩებიან გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე დგანან, როგორიცაა განვითარების და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის, დიაბეტი და კარდიოვასკულური დაავადება.
დაბალი დაბადების წონის შემცირება მოითხოვს გლობალურ სტრატეგიას, რომელიც უნდა შეიცავდეს დედის კვების გაუმჯობესებას, ორსულობის დროს ისეთი დაავადებების მკურნალობას, როგორიცაა ჰიპერტონული დაავადება.
სიკვდილიანობის, ავადმყოფობის და შეზღუდული შესაძლებლობების შემცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება ახალშობილებში თუ ხელმისაწვდომი იქნება იაფი და სათანადო ჯანდაცვა.