ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შვიდი ადამიანი დაშავდა, ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებული მგზავრები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის სამედიცინო ჰოსპიტალში გადაიყვანა.
თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ავტომობილიდან მგზავრის ამოსაყვანად, მანქანის სპეციალური ტექნიკით გაჭრაც მოუხდათ.
ამ დროისათვის გზა გადაკეტილია და ავტომობილების გადაადგილება აკრძალულია. მძღოლებს საშუალება აქვს ალტერნატიული გზით ისარგებლონ.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.