საქართველოს ზამთრის ღია ეროვნულ ჩემპიონატზე, რომელიც დიღმის კომპლექსის მძლეოსნობის სათადარიგო სტადიონზე გაიმართა, საქართველოს ნაკრებთან ერთად, რუსი და სომეხი მძლეოსნებიც მონაწილეობდნენ.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ შეჯიბრში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული მძლეოსანთა სექციის სპორტსმენები მონაწილეობდნენ და ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს. ისინი შინ შვიდი მედლით (ორო ოქრო, ოთხი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო) დაბრუნდნენ.
საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ორი ოქრო საქართველოს ნაკრების წევრმა სოფიკო შათირიშვილმა მოიპოვა (ბირთვის კვრა 4 კგ. და ბადროს ტყორცნა; მწვრთნელები: დ. მანთიძე, მ. კოტრიკაძე);
ასპარეზობაზე ორი ვერცხლის მფლობელი გოგა ჭიხვარია გახდა (7კგ. უროსა და 2კგ. ბადროს ტყორცნაში; მწვრთნელები: გ. ბედოშვილი, მ. კოტრიკაძე);
ასევე, მეორე ადგილზე გავიდა ქეთევან მამალაძე . მან 1კგ. ბადროს ტყორცნაში აიღო ვერცხლის მედალი; მწვრთნელები დ. მანთიძე, მ. კოტრიკაძე);
შინ ვერცხლის მედალი ლუკა ჯაფარიძემაც წამოიღო. ლუკა შუბის ტყორცნაში გახდა მეორე ადგილის მფლობელი (მწვრთნელი მ. კოტრიკაძე).
მიშიკო მახარაძე კი მესამე ადგილსა და ბრინჯაოს დასჯერდა. ჯაფარიძემ სამხტომში იასპარეზა (მწვრთნელი მ . კოტრიკაძე);
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოზურგეთელი სოფიკო შათირიშვილი 5 მარტს ბალკანეთის ქვეყნების ჩემპიონატზე იასპარეზებს. ხოლო 15 მარტს ტყორცნებში ევროპის თასზე პორტუგალიაში გაემგზავრება, საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან დავით მანთიძესთან ერთად.
„გურია ნიუსი“ გამარჯვებას ულოცავს გურულ სპორტსმენებს და მომავალ დიდი წარმატებებს უსურვებს.