შვილმა მამას სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, _ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“8 აპრილს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა, მამას დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. უწყების ცნობით, მას ბრალად ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა ედება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, _ ნათქვამია განცხადებაში.
უწყებიც ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.