ჩინეთის, 69 წლის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა მოიპოვა ისტორიული მესამე ვადა კომუნისტური პარტიის ლიდერის პოსტზე, რაც აძლიერებს თავის ადგილს, როგორც ქვეყნის ყველაზე გავლენიან მმართველს მაო ძედუნის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა კვირას აირჩია სი ძიპინი გენერალურ მდივნად პრეცედენტული ხუთწლიანი ვადით, რითაც ქვეყანა გადაწყვეტილად გადაიხარა უკან ერთი კაცის მმართველობისკენ, მის ელიტებს შორის ათწლეულის განმავლობაში ძალაუფლების გაზიარების შემდეგ.
სი ძიპინი, ჩინეთის პრეზიდენტად მესამე ვადით, ოფიციალურად გამოცხადდება მთავრობის ყოველწლიურ საკანონმდებლო სესიაზე 2023 წლის მარტში.
”მინდა მთელ პარტიას გულწრფელი მადლობა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რომელიც ჩვენდამი გამოხატეს. გულმოდგინედ ვიმუშავებთ ჩვენი მოვალეობების შესასრულებლად, რათა დავიმსახუროთ ჩვენი პარტიისა და ჩვენი ხალხის დიდი ნდობა, “ – თქვა მან დანიშვნის შემდეგ.
aljazeera წერს, რომ CCP-მ, ასევე დაასახელა შვიდკაციანი პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტი (PSC), რომელსაც ხელმძღვანელობს ძალაუფლებაში მყოფ შიდა წრე, სადაც დომინირებენ პარტიის ლიდერის მოკავშირეები. ახალი შემადგენლობაში ვერ მოხვდა პოლიტბიუროს ამჟამინდელი მუდმივი კომიტეტის შვიდი წევრიდან ოთხი.
როგორც aljazeera წერს, შანხაის კომუნისტური პარტიის ლიდერი ლი ციანგი პრემიერმინისტრის პოსტზე შეცვლის მოქმედ პრემიერს ლი კეციანგს, რომელიც 2023 წლის მარტში პენსიაზე გადის.
ჩინეთის უმაღლესი მმართველი ორგანოს სხვა წევრები არიან ჟაო ლეჯი და ვანგ ჰუნინგი, რომლებიც დაბრუნდნენ წინა კომიტეტიდან და ახალწვეულები კაი ჩი, დინგ ქსუექსიანგი და ლი სი.
ავტორი