https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სიამოვნებით შეგხვდებით ტელედებატებში ან ავადმყოფის საწოლთან! _ ცერცვაძე ნანა გეგეჭკორს

9:05; 7.05.2021
ფეისბუქსტატუსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

სამწუხაროდ, ქ-ნი ნანა გეგეჭკორი, რომელიც აშშ-ში საქმიანობს, თავის პოსტებში სისტემატურად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა და კონკრეტულად COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახური ძალიან ცუდად მუშაობს. ამისთვის იგი არ ერიდება ტყუილს, ფაქტების დამახინჯებას და დემაგოგიას, _ ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.  


“ბოლო პოსტებში ქ-ნი ნანა იქამდეც კი მივიდა, რომ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ საქართველოში COVID-19-ის მხრივ ინდოეთზე ცუდი მდგომარეობაა?! ხოლო ინდოეთში რა საშინელებაც ხდება, ყველამ ვიცით. ის აგრეთვე ამბობს, რომ საქართველოს „არა აქვს უნარი მარტივი გართულებები უპრობლემოდ მართოს“ (გულისხმობს ვაქცინაციის შედეგად განვითარებულ ფატალურ შემთხვევას) და რომ „მისი სიცოცხლე ქართულ ჯანდაცვის სისტემას რომ ებაროს, თავს დაუცველად იგრძნობდა“ და ა.შ. ჩვენთვის გაუგებარია, თუ საიდან უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა ქალბატონს ამდენი ბოღმა და ღვარძლი საკუთარი სამშობლოს მიმართ.   

ქ-ნო ნანა, თუ ინდოეთთან ასოციაცია მხოლოდ იმიტომ გაგიჩნდათ, რომ საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე ინდოეთზე მეტი COVID გარდაცვლილია, მაშინ ამერიკაში კიდევ უფრო მეტი გარდაცვლილია (ბევრად მეტი), კერძოდ, ა.წ. 29 აპრილის მონაცემებით ინდოეთში ოფიციალური მონაცემებით ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე მოდიოდა 150 გარდაცვლილი, საქართველოში 1032, ხოლო აშშ-ში 1771. რა გამოდის ამერიკა მთლად წყალწაღებული ყოფილა? სინამდვილეში შესანიშნავად იცით, რომ ინდოეთში გარდაცვლილთა აღრიცხვა არაზუსტია და გარდაცვლილთა რეალური რიცხვი სულ ცოტა 10-ჯერ უფრო მეტია. ესეც რომ არ იყოს, როგორ ადარებთ საქართველოს ინდოეთს, სადაც COVID ავადმყოფები ჰოსპიტალური საწოლების, სამედიცინო სერვისების, მედიკამენტების და განსაკუთრებით ჟანგბადის არქონის გამო მასიურად იღუპებიან ბინებში, საავადმყოფოს ეზოებში, ქუჩებშიც კი. კრემატორიუმები კრემაციას ვერ აუდიან და მოსახლეობა ტყეში ხეებს ჭრის?! და კოცონებს ანთებს?! რათა გვამების კრემაცია შესძლონ. გაგიგიათ, რომ საქართველოში ოდესმე მსგავსი ხდებოდა? თუ თქვენ გინდათ, რომ ასე იყოს. საქართველოში ხომ COVID პაციენტთა ნაკადების მართვა და მითუმეტეს ჰოსპიტლებში მათი მკურნალობა ერთ-ერთი საუკეთესოა (მოგწონთ ეს თქვენ, თუ არა). თვით ყველაზე მძიმე ნოემბერ-დეკემბერშიც კი მართალია გვქონდა სერიოზული ხარვეზები და შეფერხებები, მაგრამ მაინც ნაკლები, ვიდრე ევროპის და ამერიკის ქვეყნებს.  

თუ მაინცდამაინც COVID გარდაცვლილთა რაოდენობით გინდათ ქვეყანა შეაფასოთ, მაშინ შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა საქართველოზე შეუდარებლად უფრო მდიდარი და ძლიერია და თან მოსახლეობის ნახევარი უკვე ვაქცინირებული გყავთ (საქართველოში მხოლოდ 2%), ა.წ. 29 აპრილის მონაცემებით საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე 1032 COVID გარდაცვლილი იყო, ხოლო თქვენს „მშობლიურ“ ამერიკაში – 1771 გარდაცვლილი, იტალიაში – 1996 გარდაცვლილი, საფრანგეთში – 1594 გარდაცვლილი, ესპანეთში – 1666 გარდაცვლილი, ბრიტანეთში – 1870 გარდაცვლილი, ბელგიაში – 2079 გარდაცვლილი, ლიტვაში – 1458 გარდაცვლილი, ლატვიაში – 1140 გარდაცვლილი, სომხეთში – 1384 გარდაცვლილი, მოლდოვაში – 1499 გარდაცვლილი, ჩეხეთში – 2729 გარდაცვლილი, პოლონეთში – 1785 გარდაცვლილი….. გავაგრძელოთ, თუ საკმარისია? დაახლოებით იგივე მდგომარეობაა ბოლო 3 თვის გარდაცვალების მაჩვენებლებშიც (ბრიტანეთის გარდა).

კიდევ ერთი მაჩვენებელი. ჰოსპიტალში მკურნალობის და მოვლის ხარისხის მთავარი და ყველაზე უტყუარი მაჩვენებელია ყველა დადასტურებულ COVID შემთხვევას შორის გარდაცვლილთა პროცენტი (ე.წ. CFR), რომელიც საქართველოში 1,33%-ია, მაშინ როდესაც ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში 1,5%-დან 3%-მდე და უფრო მეტი (აღარ ჩამოვთვლი). COVID პაციენტთა ნაკადების მართვის ეფექტიანობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მაჩვენებელი კი ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, თავშესაფრებში, COVID სასტუმროებში) გარდაცვლილთა რაოდენობაა – საქართველოში პანდემიის დაწყებიდან ჰოსპიტალს გარეთ სულ გარდაცვლილია მხოლოდ 42 COVID ავადმყოფი, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპასა და ამერიკაში (ინდოეთზე აღარაფერს ვამბობ). ქ-ნო ნანა ძალიან გთხოვთ გულწრფელად და პირდაპირ გვითხრათ – რამდენი COVID ავადმყოფია ამერიკაში გარდაცვლილი ჰოსპიტალს გარეთ (ბინებში, თავშესაფრებში და სხვ.). მაგ. ბრიტანეთში, რამდენადაც ვიცით (მათივე მონაცემებით) 7 ათასზე მეტი ასეთი ავადმყოფია, ხოლო საფრანგეთში შემოდგომაზე მარტო 1 კვირაში თავშესაფრებში 400-მდე ავადმყოფი გარდაიცვალა.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ ასეთი შედეგების მიღწევა საქართველოსნაირი მწირი რესურსების მქონე ქვაყანაში გაცილებით უფრო ძნელია და ექიმებისგან გაცილებით უფრო დიდ პროფესიონალიზმს და თავგანწირვას მოითხოვს, ვიდრე უმდიდრეს და უძლიერეს ამერიკაში, ან თუნდაც ევროპაში.

ქ-ნო ნანა! თქვენ ამბობთ, რომ თქვენი სიცოცხლე ქართულ ჯანდაცვას რომ ებაროს, თავს დაუცველად იგრძნობდით და გართობებზე ვერ ივლიდით?! ამერიკაში ხომ გრძნობთ თავს დაცულად? რამდენადაც ვიცით, ორჯერ გადაიტანეთ COVID და თან პირველად (თქვენივე სიტყვებით) COVID ტესტიც კი ვერ გაიკეთეთ, რადგან თქვენი სამსახურის პროტოკოლი ამას არ ითვალისწინებდა. ამაზე მეტი საქართველოში რა დაგემართებოდათ? ან კიდევ ის 600 ათასამდე ამერიკელი, რომლებიც COVID-სგან გარდაიცვალნენ, თავს უფრო დაცულად გრძნობდნენ, ვიდრე საქართველოში, სადაც სულ 4200 გარდაცვლილი გვყავს? ისე, რომ იცოდეთ, უცხოეთის მოქალაქეები, რომელთაც COVID საქართველოში გადაიტანეს და საქართველოს მოქალაქეები, ვინც COVID უცხოეთში გადაიტანა, თითქმის ერთხმად აღნიშნავენ საქართველოში COVID მომსახურების უკეთეს დონეს.

თქვენ ამბობთ, რომ გულწრფელად გტკივათ გული რასაც საქართველოში ყოველდღე უყურებთ. რა საჭიროა ეს „ნიანგის ცრემლები“? ვიღაც მართლა იფიქრებს, რომ ჩვენთან COVID-ის კუთხით რაღაც საშინელება ხდება და თქვენთან სამოთხეა. სინამდვილეში თქვენ გული სწორედ იმიტომ გტკივათ, რომ საქართველოში COVID-ს კარგად მართავენ. მართლა მაინტერესებს, რას უყურებთ (COVID-თან მიმართებაში და არა პოლიტიკაში ან ეკონომიკაში) საქართველოში ყოველდღე ისეთს, რასაც ევროპასა და ამერიკაში ვერ ხედავთ. იმას, რომ ლოს ანჯელესში, ლონდონში, პარიზში, სტოკჰოლმში და სხვა დიდ ქალაქებში არ ყოფნიდათ და არ ყოფნით ჰოსპიტალური საწოლები მძიმე ავადმყოფებისათვის, რის გამოც კლინიკებთან სასწრაფო დახმარების მანქანების გრძელი რიგები იდგა და მძიმე COVID ავადმყოფებს უხდებოდათ საშუალოდ 8 საათის გატარება სასწრაფო დახმარების მანქანაში, სანამ მათი ჰოსპიტალიზაცია მოხერხდებოდა. ბევრი მათგანი კი საავადმყოფოში საერთოდ ვერ ხვდებოდა და ისე კვდებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიღებული ჰქონდათ მითითება, მოეხდინათ ავადმყოფების პრიორიტიზირება (ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მედიცინაში) და არ გადაეყვანათ კლინიკაში ე.წ. უიმედო ავადმყოფები?! ასევე არ გადაეყვანათ 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფები?! (შვედეთში) ვინაიდან არ ჰყოფნიდათ საწოლები, აგრეთვე ჟანგბადი მიეცათ მხოლოდ იმ ავადმყოფებისთვის, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალი იყო?! (რადგან ჟანგბადი არ ყოფნიდათ) გადატვირთულ მორგებთან რეფრიჟერატორები მორიგეობდენ და გარდაცვლილთა დაკრძალვას ვერ აუდიოდნენ. საფრანგეთიდან მძიმე ავადმყოფები გერმანიაში გადაჰყავდათ. ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა არაერთგზის განაცხადეს, რომ მათი ჯანდაცვა ჩამოიშალა, ან ჩამოშლის პირასაა.  ყველაფერ ამას რომ უყურებდით, გული არ გტკიოდათ? საქართველოშიც იყო სერიოზული სიძნელეები (ნოემბერ-დეკემბერში), მაგრამ არა ასეთი. და ყველაფერ ამის შემდეგ თქვენ კიდევ ამბობთ, რომ საქართველოში ისეთ რაღაცეებს ხედავთ (COVID-თან დაკავშირებით), რაზეც გული ძალიან გტკივათ.

თქვენ მიანიშნებთ, რომ საქართველო COVID სტაბილურობას მხოლოდ ჩაკეტვებით და კომენდანტის საათით ინარჩუნებს (ეს თქვენ გინდათ, ასე იყოს), მაშინ როდესაც საქართველოში შეზღუდვები კარგა ხანია მინიმალურია, ე.წ. მესამე მკაცრი ლოქდაუნი არ ყოფილა და ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში (ისრაელშიც კი) შეზრუდვები გაცილებით უფრო მკაცრი იყო და ბევრგან ახლაც მკაცრია (მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დაახლოებით მესამედი უკვე ვაქცინირებული ჰყავთ).

რაც შეეხება თქვენს შეფასებას, რომ საქართველოს „არა აქვს უნარი მარტივი გართულებები უპრობლემოდ მართოს“, როგორ შეიძლება ერთადერთი ფატალური შემთხვევის ასე დრამატიზება და მოსახლეობის დათრგუნვა. ხომ არ გავიწყდებათ, რომ ამერიკაში (ოფიციალური მონაცემებით) მარტო პენიცილინზე ანაფილაქსიით წელიწადში დაახლოებით 500 ავადმყოფი იღუპება. რა გამოდის, არც ამერიკას არ შეუძლია მარტივი გართულებების უპრობლემოდ მართვა? ისიც ხომ ფაქტია, რომ ვაქცინების შემდგომი გართულებები (მათ შორის ფატალური) ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა და თან არაერთი.  

და ბოლოს, ქ-ნო ნანა. ამერიკიდან რომ გვედიდგულებით, სადაც უთქვენოდაც მშვენივრად გაართმევენ ყველაფერს თავს, თუ მართლა ასე ძალიან გტკივათ გული იმაზე, რომ საქართველოში COVID აპოკალიფსია და ქვის ხანაში ვართ, რატომ არ ჩამობრძანდით ერთხელ მაინც როგორც ეს ბ-ნმა დავით მრელაშვილმა და სხვებმა გააკეთეს და რატომ არ შეეცადეთ ერთი COVID ავადმყოფი მაინც გადაგერჩინათ ჩვენი „უვარგისი“ ჯანდაცვის სისტემისგან. თორემ ის, რომ სადღაც რაღაცას ამოიკითხავთ და შემდეგ ფეისბუქზე დადებთ (რაც ისედაც ყველამ იცის), ამით საქართველოს ბევრს ვერაფერს უშველით. 

ის თუ გახსოვთ ქ-ნო ნანა, როგორ „გვაბულინგებდით“ თქვენ და თქვენი ასოციაციის წევრები საქართველოში რემდესივირის შემოტანაზე. მაშინ, როდესაც შესანიშნავად იცოდით, რომ რემდესივირი სწორად გამოყენებისას (ადრეულ სტადიაზე) ძალიან კარგად მუშაობს და ამერიკაში standard of care-ში არის შეტანილი და რატომ გინდოდათ, რომ მაინცდამაინც საქართველოში დარჩენილიყვნენ ავადმყოფები რემდესივირის გარეშე? სხვათაშორის საქართველოში რემდესივირი ძალიან კარგად მუშაობს და ბევრი ავადმყოფი გადაარჩინა დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას და შესაძლო სიკვდილს. მინდა იცოდეთ, იმ კლინიკებს, რომლებიც სამწუხაროდ, თქვენი და თქვენი თანამოაზრეების გავლენის ქვეშ მოექცნენ და ავადმყოფებს რემდესივირს ჯიუტად არ უნიშნავენ, ბევრად უფრო ცუდი გამოსავლები აქვთ (ოფიციალური სტატისტიკით) და რაც მთავარია, ავადმყოფები ზარალდებიან.  

რაც შეეხება COVID ვაქცინაციას, რომელიც დღეს პანდემიის დაძლევის მთავარი საშუალებაა, თქვენ აქაც არაგულწრფელი ბრძანდებით. ერთი მხრივ ამბობთ, რომ ვაქცინაცია საჭიროა, მაგრამ იქვე დასძენთ, რომ საქართველოს არა აქვს ვაქცინის შემდგომი მარტივი გართულებების მართვის უნარი?! და თქვენ ქართულ ჯანდაცვის სისტემაში თავს დაუცველად იგრძნობდით?! ამაზე მეტი ანტიპროპაგანდა რა გინდათ? ამით ძალიან ცუდ სამსახურს უწევთ ქვეყანას. მითუმეტეს, რომ საზოგადოების ნაწილს გულიბრყვილოდ ჰგონია, რომ რახან ამერიკაში მუშაობთ, თქვენი ყველა სიტყვა დასაჯერებელია და ესეც არის ერთ-ერთი (თუმცა არა ერთადერთი) მიზეზი იმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამართული ვაქცინაციის სამსახურია და ვაქცინების არჩევანიც საკმარისია (Pfizer, AstraZeneca, Sinopharm და სხვ.) მაინც მოსახლეობის 2%-იც კი არ არის ვაქცინირებული. არადა, თეორიულ განსჯას რომ თავი დავანებოთ, ისრაელის, არაბთა გაერთიანებული ემირატების, ბრიტანეთის, ამერიკის და სხვა ქვეყნების მაგალითი აჩვენებს, რომ მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციით არის შესაძლებელი COVID-19-ის ახალი შემთხვევების და განსაკუთრებით სიკვდილობის კლება და შესაბამისად, ყოველგვარი შეზღუდვების რაც შეიძლება სწრაფად მოხსნა და ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნება, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის.

ქ-ნო ნანა, თქვენ სავარაუდოდ კარგი ექიმი ბრძანდებით სერიოზული გამოცდილებით და მით უფრო სამწუხაროა, რომ საქართველოს მიმართ ასეთი პოზიცია აირჩიეთ. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ წინამდებარე წერილში ჩვენს მიერ მოყვანილი ფაქტები და შეფასებები სიმართლეს არ შეესაბამება, როდესაც თბილისში იქნებით, სიამოვნებით შეგხვდებით ტელედებატებში ან თუნდაც ავადმყოფის საწოლთან, რათა გავარკვიოთ ვინ ვინ არის”, _ წერს თენგიზ ცერცვაძე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15 დეკემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14 დეკემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

“ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

10:59; 13 დეკემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10 დეკემბერი, 2025
ფეისბუქსტატუსები

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10 დეკემბერი, 2025

ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევები დადასტურდა

"მეიჯერელი" ბათუმში გერმანულენოვან კადრებს ასაქმებს

ყველა სიახლე

სამართალი

ხობში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

20:09; 18.12.2025
საზოგადოება

სეს-მა აგრარული ბაზარი დააჯარიმა

18:28; 18.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:50; 18.12.2025
ფინანსები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

17:20; 18.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა

17:07; 18.12.2025
საზოგადოება

“თხილის სუბსიდირების პროგრამა” უქმდება

15:18; 18.12.2025
მსოფლიო

პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

15:03; 18.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები მომსახურების სექტორში მომუშავე ბიზნესისთვის

14:43; 18.12.2025
საზოგადოება

სად არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც გურიაში სტადიონები უნდა ააშენოს?

14:36; 18.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა _ ნახეთ, სად იყო ეპიცენტრი

13:47; 18.12.2025
ზაფრანი

ვინ არის დაბადებული წარმატებისათვის

13:14; 18.12.2025
ზაფრანი

ყველაზე მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი ადამიანები

13:12; 18.12.2025
ზაფრანი

რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ცხოვრებაში წარმატება მოიზიდოთ

13:11; 18.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები

13:03; 18.12.2025
საზოგადოება

პროცედურები, რომელიც მართვის მოწმობის აღსადგენად უნდა გაიაროთ

12:41; 18.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო