ახლახან ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ჩასული რიანას მოთვალთვალე პაპარაცებს ძალიან გაუმართლათ – მათ სუპერვარსკვლავი საეჭვოდ “შეკეთებული” სიგარეტის მოწევისას გამოიჭირეს.
მუდამ ტონუსში მყოფი მომღერალი ამჯერად ისე გამოიყურებოდა, რომ ყვითელი პრესის ექსპერტებმა დაასკვნეს, – ნამდვილად მარიხუნა გააბოლაო.
ამას ისიც ამტკიცებს, რომ “სიგარეტის” მოწევის შემდეგ ვარსკვლავი მთელი საათი მოდუნებული იწვა და თავისთვის ხითხითებდა, თანაც მაკიაჟის გაკეთება ან მოუწესრიგებელი თმის დავარცხნა არც უცდია.