აშშ-ის ბერკლის ნაციონალური ლაბორატორიის მეცნიერებმა შეისწავლეს ელექტრო სიგარეტის გამონაბოლქვი და დაადგინეს, რომ ის ადამიანის ჯანმრთელობაზე იმდენად მავნედ ზემოქმედებს, რომ შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობა შეამციროს. ამის მიზეზი კვამლში არსებული ტოქსინებია, რომელთა კონცენტრაციაც დასაშვებ ნორმებს აღემატება.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო სიგარეტები არ წარმოშობენ ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორსაც თამბაქოს კვამლი, მასში მაინც არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში შენაერთები. მაგალითად, აკროლეინი და დიაცეტილი. ამ შენაერთებმა შეიძლება ფილტვების დაავადება გამოიწვიოს.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ელექტრო სიგარეტის მოწევისგან უფრო ნაკლები წლები აკლდება ადამიანს, ვიდრე თამბაქოს მოწევისგან.