ჰავაიში კანონპროექტი წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, სიგარეტის ყიდვა 100-წლამდე ადამიანებისთვის იკრძალება. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჰავაი 2016 წელს გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც სიგარეტის ყიდვა 21-წლამდე ასაკის პირებისთვის აკრძალა.
ახალი კანონის მიხედვით, მომავალი წლიდან აიკრძალება სიგარეტის მიყიდვა 30-წლამდე ასაკის პირებზე, ხოლო ყოველ მომდევნო წელს აკრძალვა შეეხება 40, 50 და 60 წლამდე ასაკის ადამიანებზე და ა.შ. 2024 წლიდან კი 100-წლამდე პირებზე გავრცელდება.
ცნობისთვის, სიგარეტის ჩატანის უფლება ტურისტებს რჩებათ, გარდა ამისა, აკრძალვის ზომები არ ვრცელდება ელექტრონულ სიგარეტზე და სიგარაზე.