სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში აფეთქების შედეგად, 11 წლის მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბიჭმა ეზოში მდგარ შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო, რომელიც აფეთქდა.
ექიმების მცდელობა, რომ მოზარდი გადაერჩინათ, უშედეგო აღმოჩნდა. მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.