კორონავირუსმა კიდევ ერთი ჩოხატაურელის, სოსო პაიჭაძის სიცოცხლე შეიწირა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
“დამწუხრებულია ყველა. ყველასთვის საყვარელი ბიჭი იყო. სიკეთით სავსე. ძალიან დაუმძიმდა ბოლო დღეებში მდგომარეობა, მაგრამ მისი ახალგაზრდობის იმედი გვქონდა, გამოძვრებოდა გვეგონა. თანავუგრძნობ ოჯახს, ახლობლებს”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს უნიჭიერესი ხელოვანის, უკეთილშობილესი ადამიანის, სოსო პაიჭაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს და ახლობლებს.