ბრუნეიში, სულთანის მიერ 2014 წელს დაანონსებული კანონი 3 აპრილიდან ამოქმედდება. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
კანონის მიხედვით, ქურდებს სასჯელის სახედ ამპუტაცია ემუქრებათ, ხოლო მრუშები და ერთნაირი სქესის მქონე ადამიანები სექსუალური კონტაქტისთვის სიკვდილით დაისჯებიან.
ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, ქვეყანამ სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს კანონი.