გერმანიაში ღორი და ღორის ნაწარმი რომ განსაკუთრებით უყვართ, საყოველთაოდ ცნობილია.
თუმცა, არც ძროხას ივიწყებენ. მართალია, ინდოელების მსგავსად წმინდა ცხოველად არ ჰყავთ გამოცხადებული, მაგრამ “ძროხების სილამაზის კონკურსში”, რომელიც ტრადიციულად ვერდენში ტარდება, სრულიად გერმანიის “ლამაზმანი” ძროხები მონაწილეობენ.
გამარჯვებულებს კი წლის განმავლობაში საუკეთესოდ მოვლისა და “პირველად მოწველის” გარანტია ეძლევა.