კომპანია ,,სილქნეტმა“ ჯეოსელის“ შესყიდვასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა, როგორც განცხადებაში ნათქვამია, მიღწეულია შეთანხმება ,,ჯეოსელის“ აქციონერებთან: “Telia Company” (STO:TELIA) და “Turkcell” (NYSE: TKC, IST: TCELL). გარიგების ღირებულებამ კი 153 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დაფინანსება მოხდება თიბის ბანკის მიერ ორგანიზებული ქართული და რეგიონალური ბანკების სესხით და სილქნეტის საკუთარი კაპიტალით.
„სილქნეტის“ და მისი დამფუძნებელი კომპანიის “სილქ როუდ ჯგუფი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი რამიშვილის განცხადებით, ქვეყანაში უმსხვილესი ფიქსირებული ოპერატორის ,,სილქნეტისა“ და მობილური ოპერატორის ,,ჯეოსელის“ გაერთიანებით საქართველოში იქმნება სრულმაშთაბიანი სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომლის გაერთიანებით, მომხამრებელს შესაძლებლობას მისცემს მიიღოს ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების კომბინირებული შეთავაზებები.
“გარიგება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ინტეგრირებული სატელეკომუნიკაციო ოპერატორი, რომელიც ფიქსირებულ და მობილურ ქსელებს ფლობს.
გაზრდილი მასშტაბი საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან კომპანიის უკეთეს წვდომას უზრუნველყოფს, რაც დამატებითი ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების მუდმივ განვითარების საშუალებას იძლევა. ჩვენი აბონენტები ამის შედეგად კიდევ უფრო დიდ სარგებელს მიიღებენ, ვინაიდან ჩვენი უმთავრესი მიზანია ქართველ მომხმარებელს მივაწოდოთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტები, სერვისები და კონტენტი”, _ განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
როგორც, ,,გურია ნიუსს“ კომპანია ,,Telia Company“ პრეზიდენტმა იოან დენელინდისმა განუცხადა, ,,Telia Company“,,Fintur Holdings BV„ (ფინტური), რომელსაც ერთობლივად ფლობენ თელია კომპანია (Telia Company) და თურქსელი (Turkcell), დათანხმდა, შპს „ჯეოსელში“ თავისი 100%-იანი წილი ქართულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას სს „სილქნეტს“მიჰყიდოს.
,,გარიგების დასრულების შედეგად Fintur Holdings BV-ს (ფინტურის) თურქული შვილობილი კომპანია Gurtel Telekomunikasyon Yatirim Dis Ticaret A.S. (გურტელი) გაასხვისებს თავის 100 %-იან წილს შპს „ჯეოსელში“ სს „სილქნეტზე“- საქართველოს ფიქსირებული ქსელის უმსხვილეს ოპერატორზე.
Gurtel Telekomunikasyon Yatirim Dis Ticaret A.S. (გურტელი) იმყოფება ფინტურისა (99.9%) და ოთხი მცირე წილის მფლობელი აქციონერის მფლობელობაში. გარიგების ფასი ემყარება კომპანიის ღირებულებას, რომელიც შეადგენს 153 მილიონ აშშ დოლარს, შპს „ჯეოსელის“ 100% წილისთვის. ფასი შეესაბამება 2017 წლის EV/EBITDA-ს 4.5 კოეფიციენტზე ნამრავლს.
ხელშეკრულების ხელმოწერამდე თელია კომპანიამ დაასრულა მყიდველის შესაბამისობისა და სამართლებრივი აუდიტის მკაცრი პროცესი, გამოიყენა რა ამისათვის შიდა და მოწვეული სპეციალისტების გამოცდილება და კმაყოფილებით აცხადებს, რომ ყველა შესაბამისი მოკვლევისა და კონტროლის განხორციელების შედეგად მიღებულ იქნა დამაკმაყოფილებელი შედეგები“, – განაცხადა იოან დენელინდიმ
მისივე თქმით, გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი, რათა კომპანიამ, ეტაპობრივად ევრაზია დატოვოს და ფოკუსირება მოახდინოს სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის რეგიონებზე, კოპანიის ახალი თაობის სატელეკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში.
„მოხარული ვარ, გამოვაცხადო კიდევ ერთი ნაბიჯის შესახებ ჩვენს ძალისხმევაში, ეტაპობრივად დავტოვოთ ევრაზია და ფოკუსირება მოვახდინოთ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის რეგიონებზე ჩვენი ახალი თაობის სატელეკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჯეოსელის თანამშრომლებს მათი განსაკუთრებული წვლილისთვის და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო კომპანიის განვითარების შემდგომ ეტაპებზე“, – აღნიშნა ,,Telia Company“ -ის აღმასრულებელმა დირექტორმა იოან დენელინდიმ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ შესყიდვის დასრულება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში.
როგორც ,,გურია ნიუსს“ კუმუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, ჯერ ოფიციალურად არ მიმუმართავთ, მაგრამ მიმართვის შემთხვევაში ეროვნული კომისია, აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და შედმგომ მიიღებს ნებართვის გაცემაზე შესაბამის გადაწყვეტილებას.