ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი ყოფილა, იმაზე მეტად ვიდრე სიგარეტის კვამლი.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის გარემოს ტექნოლოგიური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ზოგი სანთელი 1 საათიანი წვისას აწარმოებს იგივე მავნე ნივთიერებებს რასაც 1 ღერი სიგარეტი.
მათი მტკიცებით ეს სანთლები შეიცავს ცინკს, კალას, ბენზოლს, მჭვარტლს და სხვა მავნე ნივთიერებებს. იმის გამო, რომ სანთელს ფილტრი არ გააჩნია, მავნე ნივთიერებები რჩება ოთახში და აღწევს ჩვენს ფილტვებში.
ჯერ კიდევ 1997 წელს, გერმანიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სასწავლო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ სურნელოვანი სანთლები წვის დროს გამოყოფდნენ ფორმალდეჰიდს, აცეტალდეჰიდს და ნაფტალინს.
ზოგიერთ სანთელს ბოლოში ტყვიის ფირფიტა აქვს, რომლითაც სანთლის ფიტილი მაგრდება. ის წვისას მავნეა, ამიტომ მთელ რიგ ქვეყანაში ის 1974 წელს აკრძალეს, ხოლო აშშ-ში 2003 წელს.
ზოგი სანთელი იმდენად მავნეა, რომ ასთმასა და ალერგიას იწვევს.
თუ უსაფრთხო სანთელი გჭირდებათ საუკეთესო ვარიანტი ცვილია. შეიძლება მას მბჟუტავი ალი აქვს, მაგრამ ნამდვილად იმაზე უფრო უსაფრთხოა, ვიდრე პარაფინის სანთლები და სასიამოვნო სურნელიც გააჩნია.