მას შემდეგ, რაც მაქსიმ გალკინმა და ალა პუგაჩოვამ რუსეთი დატოვეს, რუსულ მედიაში არ წყდება ურთიერთგამომრიცხავი სტატიები წყვილის ადგილსამყოფელის შესახებ. ცოტა ხნის წინ ალა პუგაჩოვამ განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ის ოჯახთან ერთად ისრაელში იმყოფება.
ამჯერად კი „ინსტაგრამზე“ მაქსიმ გალკინი გამოჩნდა, რომელმაც მის მიმართ აგრესიულად განწყობილ ფანებს უპასუხა. მაქსიმ გალკინს პუტინის რეჟიმის მხარდამჭერები უცენზურო სიტყვებით ლანძღავდნენ და მას ღალატში ადანაშაულებდნენ:
„საინტერესოა, რას იზამ, როცა ფულს ვეღარ იშოვი?“ – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
ამ კომენტარს გალკინმა თავად უპასუხა და თქვა, რომ მისთვის ფული მთავარი არ არის:
„მისმინეთ, მე არ ვარ მიჩვეული ფუფუნებას. მე მივეჩვიე კეთილსინდისიერ შრომას, სიმდიდრის დაკარგვის არ მეშინია, სინდისი მქონდეს სუფთა“, – პასუხობს აგრესიულ ფანებს გალკინი.
წყარო: fortuna.ge