პროდუქციის ლიცენზირების საკითხთა ექსპერტებმა ამერიკული მულტსერიალი “სიმპსონები” ტელეინდუსტრიის არსებობის განმავლობაში ყველაზე წარმატებულ სატელევიზიო ბრენდად აღიარეს.
ამჟამად “სიმპსონებს” 400-ზე მეტი სარეკლამო კონტრაქტი აქვთ გაფორმებული.
დისკების, სათამაშოების, მაისურებისა და სუვენირების გაყიდვამ მულტსერიალის შემქმნელებს 8 მილიარდი დოლარი უკვე მოუტანა.
“სიმპსონების” პირველი სერია, რომლის რეჟისორი მეტ გროუინგი იყო, 1989 წლის 17 დეკემბერს აჩვენეს.
ოცდარვა წლის განმავლობაში სერიალმა 27 “ემი” მიიღო. 1998 წელს კი ჟურნალმა “Time” “სიმპსონები” მეოცე საუკუნის საუკეთესო სატელევიზიო სერიალად დაასახელა.