მედიის მხარდასაჭერად მარში ამჯერად ქუთაისში გაიმართება. აქციის მონაწილეები მერიის შენობასთან 20 საათზე შეიკრიბებიან
“წამოიღე ფარანი, მოდი მერიასთან და ერთად გავანათოთ ქუთაისის ქუჩები!
სინათლე არ უნდა ჩაქრეს
https://sinatle.media/
რეპრესიულმა კანონმდებლობამ დამოუკიდებელი ონლაინმედია გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა. რეჟიმი მზია ამაღლობელს სამაგალითოდ სჯის. ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობას მუდმივი ზეწოლის ფონზე აგრძელებენ.
ვიკრიბებით, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვთქვათ – ვიბრძოლებთ, სანამ გვიან არ არის! – ამბობენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები.
“სინათლე არ უნდა ჩაქრეს” 22 ონლაინმედიის ერთობის კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა.































































