“სინათლე არ უნდა ჩაქრეს” – ამ გზავნილით, დედაქალაქის შემდეგ მედიის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა ქუთაისში გაიმართა.
აქციას სხვადასხვა მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და ზოგადად ყველა ის ადამიანი შეუერთდა, რომლებმაც კრიტიკული მედიის ფასი იცის.
ჟურნალისტების თქმით, საქართველოში მედიაგარემო მკვეთრად გაუარესებულია და ჟურნალისტები ხშირად როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური თავდასხმის სამიზნეები ხდებიან.
მათივე თქმით, ამ გამოწვევებს ახლა ფინანსური დაბრკოლებებიც დაემატა.
მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ, ამის შემდეგ კი რუსთაველისა და ფალიაშვილის ქუჩებზე მსვლელობა მოაწყვეს.































































