სინოპტიკოსები ევროპაში ჰაერის ტემპერატურის 10-15 გრადუსით მატებას ვარაუდობენ. ამის შესახებ EURONEWS-ის ინფორმაციით, მეტეოროლოგები საუბრობენ.
მათი პროგნოზის მიხედვით, უახლოეს დღეებში, ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურის ზრდაა მოსალოდნელი.
გავრცელებული ცნობით, ესპანეთსა და პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურა 35-იდან 40 გრადუსამდე იქნება.
როგორც მეტეოროლოგები ამბობენ, ტემპერატურის ზრდა ქარიშხალ „ჰელენეს“ ეფექტია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს დაატყდა თავს.