სიონის ტბაზე ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო.
„საქართველოს წითელი ჯვარი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თიანეთის ფილიალის მოხალისის, ილია აფციაურის, ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ილიას ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს.
ილია ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და აქტიური მოხალისე იყო“, – ინფორმაციას, სოციალურ ქსელში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.