ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის VI-VII-VIII კლასის მოსწავლეებმა გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,სიყვარული არის…,,
ფილმის გადაღების იდეა ნაწარმოების შესწავლის შემდეგ მერვეკლასელ ნიკოლოზ ცინცაძეს გაუჩნდა.
სცენარის შედგენაში მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო კალანდაძე დაეხმარა.
ფილმის რეჟისორი და ოპერატორი მოსწავლეები არიან. თავად შეძლეს უკვე გადაღებული კადრების აწყობა-დამონტაჟებაც.
პატარა მსახიობებიც მოსწავლეები გახლდათ.
ფილმი ჩვენება მოეწყო იანეულის საჯარო სკოლაში, სადაც დამსწრე საზოგადოება და პირველი შემფასებელი პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები გახლდათ.
ფილმზე მუშაობდნენ:
ფილმის რეჟისორი: ნიკოლოზ ცინცაძე;
მონტაჟი: ნიკოლოზ ცინცაძე;
ოპერატორი: ვიქტორ თოდრია.
მსახიობები:
ანა კალანდაძე;
მარიამ კალანდაძე;
ლიზი კალანდაძე;
ანდრია ცინცაძე;
ნინი ცინცაძე;
ნიკოლოზ ცინცაძე;
დემეტრე თოდრია;
ვიქტორ თოდრია.
მოსწავლეებს მუშაობის პროცესი ძალიან მოეწონათ და მაყურებელს შეჰპირდნენ, რომ მომავალშიც უამრავ საინტერესო ღონისძიებას შესთავაზებენ.