ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში კაცმა მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა.
გავრცელებული იმფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთ შელაპარაკება უძღოდა. დაჭრილია 70 წლამდე მამაკაცი. ის ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთზე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მიმდინარეობდა საგამოძიებო სამუშაოები, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
დაჭრილის შვილის თქმით, მამაკაცი რომელმაც დაჭრა განახორციელა, წარსულშიც იყო მეზობლებზე თავდასხმაში შემჩნეული და ის საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
მომხდართან დაკავშიდებით დაწყებულია გამოძიება.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია, თუმცა შსს-ს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
ავტორი