ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში, გალელი მამაკაცი მოკლეს.
“კურიერის” ინფორმაციით, მოკლული 33 წლის ჯეირან მარღანიაა, რომელიც გალში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მარღანია გაგრასა და ბიჭვინთაში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.
მკვლელობის სავარაუდო მიზეზი თანხასთან დაკავშირებული დაპირისპირებაა – ადგილობრივები საუბრობენ ვერსიაზე, რომლის მიხედვით, მარღანიამ მის მიერ გასესხებული 200 ათასი რუბლის დაბრუნება მოითხოვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, საბოლოოდ კი მკვლელობით დასრულდა.
“კურიერის” ინფორმაციით, შემთხვევა გაგრაში 2 დღის წინ მოხდა.