სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში – ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, 38 წლის მამაკაცი მოკლეს, 45 წლამდე მამაკაცი კი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა. დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
„აღენიშნებოდა გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა. გადაყვანილ იქნა პაციენტი საოპერაციო ბლოკში და მოხდა ჭრილობის რევიზია. ამ მომენტისთვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“-განაცხადა ექიმმა სპარტაკ გიორგაძემ.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები უკვე მიმდინარეობს.
წყარო: რუსთავი2