გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივნისამდე საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსი იქნება.
თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.