https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

    ლიბიის სანაპიროსთან რუსულ თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა

    წყალქვეშა ნავმა ირანული საბრძოლო ხომალდი ჩაძირა- 100-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა

    ისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული

    “ცეცხლს წავუკიდებთ ნებისმიერ გემს…” – ირანის მუქარა

    ირანის რეჟიმის გარეშე მსოფლიო ცოტა უკეთესი გახდება – მერცი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

    ლიბიის სანაპიროსთან რუსულ თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა

    წყალქვეშა ნავმა ირანული საბრძოლო ხომალდი ჩაძირა- 100-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა

    ისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული

    “ცეცხლს წავუკიდებთ ნებისმიერ გემს…” – ირანის მუქარა

    ირანის რეჟიმის გარეშე მსოფლიო ცოტა უკეთესი გახდება – მერცი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სიცოცხლე ჯოჯოხეთად გვექცა!”

8:09; 25.09.2020
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსი” არაერთხელ წერდა იმ ზიანის შესახებ, რაც რეგიონს გარემოსდაცვითი კუთხით ჰესების აშენების შედეგად შეიძლება მიადგეს და ამ მხრივ არაერთი საპროტესტო აქციაც გაგვიშუქებია.

თუმცა, ამჟამად ჩვენმა რედაქციამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები 19 ოჯახის ერთობლივი განცხადება მიიღო.

მოსახლეობა სოფლის გზაზე ჰესის მშენებლობაზე მომუშავე მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას აპროტესტებს და გზის გაკეთებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი გზის გადაკეტვით და არჩევნებზე არმისვლით ემუქრება ადგილობრივ ხელისუფლებას.

ხიდისთავში, “იაშვილის უბნის” მცხოვრებლები ამბობენ, სოფლის მოუწესრიგებელი გზა, ტრაილერების გადაადგილების შედეგად, მშრალ ამინდში ისე მტვერდება, მოსასხამით დადიან, რომ არ გაიბუღონ, წვიმაში კი ისე ტალახდება, გზაზე გავლა უჭირთ.

მათი თქმით, მანქანების გადაადგილების შედეგად წარმოქმნილი ბიძგები სახლების ჩამონგრევის მიზეზი შეიძლება გახდეს.

მოსახლეობა ამბობს იმასაც, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ხიდისთავში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს, დავით ვასაძეს მიმართეს, მაგრამ მხოლოდ დაპირება მიიღეს, რომ გზა ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

რაც შეეხება მერის ახლად დანიშნულ წარმომადგენელს, ზურაბ მათითაიშვილს, ის მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდებს.

ხიდისთაველები ამბობენ, რომ ჰესის მშენებლებიც იმავეს იმეორებენ, რადგან გზა, გაკეთების შემთხვევაში, მანქანების გადაადგილების შედეგად ისევ დაზიანდება.

მოსახლეობა მიღებული დაპირების მიუხედავად შიშობს, რომ ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ მშენებელ კომპანიას ვეღარ იპოვიან და გზის პრობლემა მოუგვარებელი დარჩება.

“ხიდისთავის მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ჰესის მშენებლობაზე მიმავალი მძიმე წონიანი მანქანების გადაადგილების დროს სახლები ზანზარებს. ფილმში რომაა, “ცისფერი მთებში” _ “შემაქანა, შემაქანაო”, ასე შექანებულები ვართ. ეკოლოგიურად გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. საშინელი მტვერი დგება. სარეცხი ვერ გაგვიფენია. ისეთი ბუღია, თითი რომ მიიტანო თვალთან, ვერ დაინახავ! წვიმის დროს ისეთი გუბეები დგება, თუ გზად ვართ და მანქანებმა გაიარეს, გვწუწავენ.

გამოკრულია გაფრთხილება სიჩქარის შენელების შესახებ, მაგრამ სიჩქარეს არავინ უკლებს.

ადრე ვასაძეს ვთხოვეთ და დაგვპირდნენ, რომ როცა ჰესი აშენდება, მერე გავაკეთებთო, მაგრამ ადამიანები არ ვართ? დაინგრეს სახლები? სიცოცხლე ჯოჯოხეთად გვექცა. მაგათი წყალობით აწი კალმახი აღარ იქნება წყალში, ამით დამთავრდება გუბაზეულის სიცოცხლე! ჩვენ რა ვქნათ? ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? მერის წარმომადგენელი, ზურაბ მათითაიშვილი ამბობს, მოვითმინოთო. ჰიტლერი ამბობდა, “დაწერეთ ყველაფერი ქაღალდზე. ოღონდ სასურველ მიზანს მივაღწიოთ, ქაღალდი კი ყოველთვის დაიწვება და დაიხევაო”. ეგენი მემორანდუმს შეასრულებენ? ან ვინ მოთხოვს პასუხს? ეს კაშხალი რომ დაინგრეს, ჩაიძირება მთელი სოფელი.

ისე ვართ გამწარებულები, გზის გადაკეტვას ვაპირებთ. უკვე რამდენიმე წელიწადია ვითმენთ და ვეღარ მოვითმენთ. არჩევნების დროს შეიძლება ბოიკოტი გამოვაცხადოთ.

ჰესის მშენებლობა რომ დასრულდება, ჩვენ მაგათ ვეღარსად ვიპოვით. ამბობენ, ჩვენ რომ ახლა გზა გავაკეთოთ, მალე გაფუჭდებაო. ხიდისთავში მოსვლამდე, საიდანაც კი ამოდიან _ ჩაისუბნის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ოზურგეთის გზა არ გაფუჭებულა, რაღა მაინცდამაინც გზის ეს მონაკვეთი გაფუჭდება?!

წყლის “ტრუბები” რომ სკდება მანქანების სიარულისგან, აკეთებენ, მაგრამ გზის დასხმაა აუცილებელი.

ის მონაკვეთი, რის მოწესრიგებასაც ჩვენ ვითხოვთ, ნახევარი კილომეტრიც არ არის და რა გახდა ამის გაკეთება?! შეწუხებულია 19 ოჯახი. დაინგრევა სახლები და დაგვემხობა თავზე.

ჩავივლით მერის ირაკლი კუჭავას სახლთან ჯაყჯაყით და თუ გაუძლებს, ვნახოთ. ხმას კი არა სიკვდილს მივცემთ მაგათ! ორი წელია, ვითმენთ. ადამიანების ასე მასხრად აგდება როგორ შეიძლება?!” _ ამბობენ ხიდისთაველები.

“გურია ნიუსმა” აღნიშნულ საკითხზე პასუხის მიღება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერისგან სცადა, მაგრამ ირაკლი კუჭავამ არც სატელეფონო ზარს და არც სმს შეტყობინებას არ უპასუხა.

მერის პრესსამსახურის თქმით კი, კუჭავა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას ჯერ არ აპირებს. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლებისგან პასუხი კითხვაზე _ თუ როდის იგეგმება გზის მოწესრიგება აღნიშნულ მონაკვეთზე, ვერ მივიღეთ.

ჰესის მშენებელ კომპანიაში კი ამბობენ, რომ ადგილობრივ მოსახლეობასა და მათ შორის მემორანდუმია გაფორმებული, რაც კომპანიის მხრიდან სოფელში წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას გულისხმობს.

მშენებელი კომპანიის “ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას” დამფუძნებელი და პროექტის მენეჯერი დავით ხაჩიძე გვეუბნება, რომ მემორანდუმი ძალაში გასული წლის სექტემბრიდან შევიდა და როგორც ხელშეკრულების დადების პერიოდში, ასევე, მას შემდეგაც, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის წარმომადგენლებთან საუბარი.

ხაჩიძის თქმით, გზა გადასაადგილებლად ნორმალურია, სრული მოწესრიგება კი ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ იგეგმება და ახლა აზრი არ აქვს. თუმცა, კომპანია მოსახლეობის მოთხოვნაში გარკვევას და მის მოგვარებას ეცდება:

“სოფელი გვესაუბრება და ვესაუბრებით, ის პატარ-პატარა პრობლემები, რაც არის, დავუშვათ _ მტვერი, ტალახი, წყლის მილების დაზიანება, ამ საკითხებზე ღიად ვსაუბრობთ. ამ საუბრებმა და ამ პრობლემებმა მოგვცა საშუალება, რომ ფორმალური შეთანხმება გავაკეთეთ ერთმანეთთან. ჩვენც გამოვთქვით მზაობა, რომ ჩვენი მხრიდან აღმოვუჩინოთ სოფელს დახმარება, რასაც შევძლებთ ფინანსური თუ ტექნიკური მიმართულებით. პრობლემებზე შევჯერდით ერთად, ჩამოვწერეთ და გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს ფონდისთვის თანხის გადაცემას და სოფელი, თავისი პრიორიტეტების შესაბამისად, ახორციელებს ამ თანხების ათვისებას. ხელშეკრულება არის უვადო და მზად ვართ, სოფელს დავეხმაროთ. ასევე, სოფელმა გამოხატა მზაობა, რომ იქნება ჩვენ გვერდით და პროექტი არ შეფერხდება. შარშან სექტემბრიდან მემორანდუმი უკვე ძალაშია.

მემორანდუმში მონაწილეობს თითქმის ყველა ადამიანი.

გზა დაზიანებული არ არის _ პირიქით, რაც იყო, იმაზე უკეთაა აღდგენილი. მსუბუქი მანქანები ადიან ობიექტამდე. გზა რომ იყოს დაზიანებული, ჩვენ თვითონ ვერ ვიმუშავებდით. რას გულისხმობს მოსახლეობა ამ დაზიანებაში, არ ვიცი.

გზა კარგ მდგომარეობაშია, მოხრეშილია, ორმოები არ არის. როცა ჰესის მშენებლობა დასრულდება კიდევ უფრო მოწესრიგდება და კარგ მდგომარეობაში დარჩება სოფელს. ახლა ამ გზის კაპიტალურად შეკეთებას აზრი არ აქვს, რადგან ისევ დაზიანდება. სხვა შემთხვევაში, გზა ფუნქციონირებს თავიდან ბოლომდე. ამ საკითხზე ველაპარაკეთ მოსახლეობას. მათ იციან, რომ იმ ნაწილში გზა ჰესის მშენებლობის შემდეგ აღდგება ისე, როგორც უნდა იყოს სტანდარტებში.

ამ 19 მოსახლის საჩივარს აუცილებლობად განვიხილავთ. არ ყოფილა შემთხვევა, ჩვენსა და სოფელს შორის რაიმე პრობლემა შექმნილიყო, რომელიც არ მოგვარებულიყო”, _ ამბობს ხაჩიძე.

ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი “ოცხანას” თავმჯდომარე გიგა ფრუიძე გვეუბნება, რომ გზისპირა მოსახლეობა წუხდება მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების მოძრაობით. სოფლისთვის ცნობილია, რომ კომპანიამ განსაზღვრა ამ პრობლემის მოგვარების ვადა, რომ უპრობლემოდ დასრულდეს ჰესის მშენებლობა და ამჟამად მემორანდუმით გათვალისწინებული თანხა ეკლესიის მშენებლობას ხმარდება:

“ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია საქველმოქმედო ფონდი “ოცხანა”, რომლის დამფუძნებლები არიან ხიდისთაველები, წევრები კი მთელი თემის მოსახლეობა. წევრობისთვის ფონდი დღესაც ღიაა. მისი თავდაპირველი დანიშნულება იყო შემოწირული თანხებით ეკლესიის მშენებლობის ორგანიზება და გამჭვირვალედ ხარჯვა. აღნიშნული მშენებლობის ხარჯის ძირითადი შემომწირველია ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი მდინარე საშუალას ხეობაში ჰესების მშენებარე კომპანია შპს “ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია’’.

შემდეგ სოფელსა და კომპანიას შორის წარმოიშვა მემორანდუმის გაფორმების სურვილი და ჩვენი ფონდი გახდა კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმის მხარე. აღნიშნული მემორანდუმით კომპანია ჰესის ფუნქციონირების პერიოდში, ე. ი. უვადოდ, სოფელს ყოველწლიურად გადასცემს 50 000 ლარს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის. აღნიშნული თანხის ხარჯვის პრიორიტეტს განსაზღვრავს ფონდის წევრები, რომელიც, თავის მხრივ, არის სოფლის მოსახლეობა. ამჟამად ეს პრიორიტეტი არის ეკლესიის მშენებლობა. ფონდი უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას კომპანიის შემოწირული თანხის ხარჯვის შესახებ და დასახული პრიორიტეტის შესრულების ორგანიზებას. ამასთან, ფონდმა ხელი უნდა შეუწყოს კომპანიისა და მოსახლეობის კომუნიკაციას, გააცნოს მოსახლეობას კომპანიის საქმიანობა და ხელი შეუწყოს სოფელსა და კომპანიას შორის წამოჭრილი დავების მოგვარებას, მშენებლობის შეფერხების გარეშე.

ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ ჰესის მშენებლობაზე მისასვლელი გზა გადის სოფელზე. რა თქმა უნდა, მოსახლეობა წუხდება მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების მოძრაობით, რომელიც, ასევე, აზიანებს გზის საფარს. განსაკუთრებით წუხდება გზისპირა მოსახლეობა. თუმცა, სოფლისთვის ცნობილია, რომ კომპანიამ განსაზღვრა ამ პრობლემის მოგვარების ვადა ისე, რომ უპრობლემოდ დასრულდეს ჰესის მშენებლობის პროცესი და მაქსიმალურად გაითვალისწინონ შენების პროცესში მოსახლეობის მოთხოვნა. ისინი არ გაურბიან მათ ვალდებულებებს.

ახლა ჩვენთვის თქვენგან გახდა ცნობილი ამ საკითხის ისევ დადგომის შესახებ ინფორმაცია, ჩვენ შევხვდებით მოსახლეობას და ამ შემთხვევაშიც ურთიერთთანამშრომლობით მოვაგვარებთ აღნიშნულ საკითხს”, _ ამბობს ფრუიძე.

იმის გარკვევა, რა ეტაპზეა ჰესის მშენებლობა, დაახლოებით, რამდენი მოსახლის უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი ელექტროენერგიით მშენებლობის დასრულების შემდეგ, გათვლილია თუ არა ჰესის დაზიანების შემთხვევაში რისკები, თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს მოსახლეობას, გარემოს, მდინარეს ან სულაც მდინარეში წყლის დონის დაწევა ხომ არ არის მოსალოდნელი, ისევ “ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას” დამფუძნებელ და პროექტის მენეჯერთან ვცადეთ.

როგორც დავით ხაჩიძე გვპასუხობს, ჰესი ორკასკადიანი იქნება, აქედან 1 უკვე აშენებულია, ხოლო მეორე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მშენებლობის პროცესში გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად მონიტორინგი მიმდინარეობს:

“ჰესის განვითარება დაიწყო 2013 წლიდან. დაპროექტდა, გაიარა ყველა შესაბამისი პროცედურა და 2018 წლის მაისში დაიწყო მშენებლობა. არის ორი კასკადი ანუ ორი ჰესი _ 4.8 და 7.6 მეგავატი სიმძლავრის.

“ჰესი 2”-ის მშენებლობა დასრულებულია და მუშაობს გასული წლის ოქტომბრიდან. “ჰესი 1″-ის _ ზედა კასკადის მშენებლობა დასრულდება წლის ბოლომდე. ჰესი ჩართულია ერთიან ენერგოქსელში და მარაგდება კონკრეტულად ის ადგილები, რომლის მომარაგებასაც სისტემა ითხოვს. ერთი ჰესი, რომელიც ახლა გაშვებულია, უხეშად რომ ვთქვათ, 2 500 ოჯახს ამარაგებს. მეორე ჰესი, რომელიც ახლა გაეშვება, 4 000 ოჯახს მოამარაგებს”, _ ამბობს ხაჩიძე.

მისი თქმით, ჰესის კაშხლის სიმაღლე 5 მეტრია და მასში წყალი არ გროვდება. შესაბამისად, დაზიანების შემთხვევაში, მდინარეში წყლის დონის მომატების საფრთხე არ არსებობს:

“სულ არის 5 მეტრი სიმაღლის ნაგებობები და დაცულია ყველანაირი სტანდარტი. ასეთი კლასის კაშხალს, დაზიანების შემთხვევაში, არანაირი რისკი არ მოაქვს. კაშხალი არის პატარა და შეტბორვა შიგნით არ არის. მდინარე არხისებურად შემოდის. იქ წყლის რაოდენობა არ გროვდება. როგორც წესი, ასეთი პატარა ზომის კაშხლები არ ზიანდება, მაგრამ მაინც, რაიმე რომ მოხდეს, გამორიცხულია წყლის დონის აწევა მდინარეში”,_ გვპასუხობს ხაჩიძე.

იგი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ჰესის მშენებლობა დაიწყო, პერიოდულად ტარდება მონიტორინგი და მშენებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებას, თევზის სახეობებს და წყლის დონეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება:

“ჩატარებულია შესაბამისი კვლევები გარემოზე ზემოქმედების მხრივ. თევზის გადაადგილებას არანაირი პრობლემა არ ექმნება. მდინარის იმ მონაკვეთში დარჩენილია იმ რაოდენობის წყალი, რასაც მოითხოვს სტანდარტი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმაზე მეტიც. პერიოდულად ტარდება მონიტორინგი. ჩამოდიან შესაბამისი სამსახურები და იკვლევენ ბიომრავალფეროვნებას, აკვირდებიან თევზის გადაადგილებებს. ამზადებენ რეპორტებს და აბარებენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებში. ასევე, დამონტაჟებულია წყლის ხარჯთმზომები, რომელიც აღრიცხავს წყლის რაოდენობას კალაპოტში, რას შეესაბამება სტანდარტებს. ასე რომ, გარემოზე ზემოქმედების სისტემატურად ვაკვირდებით”, _ ამბობს ხაჩიძე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

დღეს თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა (R)

25 წლის გიმნაზიის წარმატებები და პრობლემები

ყველა სიახლე

მთავარი

რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

21:55; 4.03.2026
საზოგადოება

ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა გამორჩეულ მასწავლებელს ემშვიდობება

21:44; 4.03.2026
სამართალი

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე ავტოკატასტროფაში მოჰყვა

21:35; 4.03.2026
სპორტი

საბა ტაკიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა

20:47; 4.03.2026
სამართალი

გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად, მამაკაცი დაიწვა და მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა

19:13; 4.03.2026
სამართალი

ტრაილერის მძღოლი, რომელსაც 298 კგ “ჰეროინის” შემოტანას ედავებოდნენ, სასამართლომ სრულად გაამართლა

18:50; 4.03.2026
ფინანსები

ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს ახალგაზრდებისთვის 100-მდე მონაწილე დაესწრო – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:05; 4.03.2026
სამართალი

უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო

17:56; 4.03.2026
ფინანსები

მიიღეთ გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკში, ნებისმიერ დროს, უკეთესი კურსით

17:40; 4.03.2026
პოლიტიკა

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

17:28; 4.03.2026
მსოფლიო

თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

17:01; 4.03.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

16:53; 4.03.2026
პოლიტიკა

DRI: კანონში გათვალისწინებული ცვლილებები ქვეყანაში საბოლოოდ ამკვიდრებს ტოტალური სამართლებრივი კონტროლისა და რეპრესიულ მექანიზმს

16:46; 4.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:45; 4.03.2026
მსოფლიო

ლიბიის სანაპიროსთან რუსულ თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა

16:33; 4.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო