ukrinform-ის ინფორმაციით, რუსულმა ტელეგრამის არხებმა და მასმედიამ BBC-ის სტილის ყალბი ვიდეო გაავრცელეს.
ვიდეოში ნათქვამია, რომ Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, სავარაუდოდ, დაადგინეს, რომ ჰამასის ტერორისტების მიერ გამოყენებული იარაღი უკრაინიდან იყო გადატანილი, ხოლო უკრაინამ ნატოდან მიიღო.
ვიდეო ყალბია, პროპაგანდისტებმა მისი შექმნისას გამოიყენეს BBC-ის ფორმატი და Bellingcat-ის ლოგო. BBC-ისა და Bellingcat-ის ოფიციალურ რესურსებზე მსგავსი „კვლევის“ შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
Ukrinform-ისთვის მიცემულ კომენტარში, Bellingcat-ის დამფუძნებელმა ელიოტ ჰიგინსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიდეო ყალბია და მათთან არანაირი კავშირი არ აქვს.