სიზმარი ადამიანის მოგზაურობაა მომავალში. ძილის დროს ჩვენი გონება ნახევრადმძინარე მდგომარეობაშია, აქედან გამომდინარე, იგი გადადის მუშაობის განსხვავებულ მეთოდზე და სიფხიზლისგან განსხვავებით, აქტიურდება ჩვენი ქვეცნობიერი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ჩვენს ცხოვრებაში მოსალოდნელი მოვლენების შესახებ, ან ცდილობს, მიგვანიშნოს წარსულში ჩადენილ შეცდომებზე და მათი გამოსწორების გზებზე.
წყალი ემოციებია, რომელიც მალე დიდი დოზით იქნება თქვენს ცხოვრებაში. თუ წყალი მღვრიე, ჭუჭყიანი და გაუმჭვირვალეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ემოციებს თან ავადმყოფობა და ჭორებიც შეიძლება მოჰყვეს. იმის მიხედვით კი, ამ წყალში დასველდით თუ არა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა დოზით იმოქმედებს თქვენზე ესა თუ ის მოვლენა.
ასევე, რთულ ემოციურ ფონზე მიუთითებს სიზმარში ბავშვის ნახვა, თუ ბავშვი თოთოა და თქვენ მას ხელით დაატარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ დარდი რომელიც გაწუხებთ ჯერ კიდევ ახალია და მასთან ერთად ცხოვრება ხანგრძლივი დროით მოგიწევთ. თუ ბავშვი ხელჩაკიდებულს დაგყავთ, ეს უკვე ამ დარდის გადახარშვას მოგიხერხებიათ და მისგან მალე გათავისუფლდებით.
ბეჭედი სიზმარში დაოჯახებაზე, პირადულზე საუბარს ნიშნავს. თუ თქვენ ხელზე სხვის ბეჭედს იკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბედნაცვალ ადამიანს დაუკავშირებთ ცხოვრებას მომავალში. თუ ბეჭდიან ხელს საპნით იბანთ, ფრთხილად იყავით, მომავალი ოჯახი არცთუ მეგობრულად დაგხვდებათ, როგორც ახალ წევრს.
საპონი წვრილმან ნერვიულობასა და ცრემლებზე მიუთითებს.
თუ ბეჭედი გატყდა ან დაკარგეთ, სავარაუდოდ, ურთიერთობა დაგეძაბებათ საყვარელ ადამიანთან.
რაც შეეხება ტანსაცმელს, ჩვენი ქვეცნობიერი ძალზე ხშირად სამოსის სახით მიგვანიშნებს მოსალოდნელ მოვლენებზე.
თუ შავები გაცვიათ, ეს მოვლენები სწრაფი იქნება. თეთრის შემთხვევაში კი თქვენ მიმართ წამოყენებული ბრალდებების გაბათილებას უნდა ელოდოთ.